სიახლეები
შეხვედრა ჰალკის თეოლოგიური სკოლის რეგენტთა საბჭოს წევრებთან
08.11.2024
2024 წლის 8 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის ხელმძღვანელობით ქ. სტამბოლში შეხვდა მსოფლიო საპატრიარქოს ჰალკის თეოლოგიური სკოლის რეგენტთა საბჭოს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგენტთა საბჭოს წევრები მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, მიტროპოლიტი აპოსტოლოსი და მიტროპოლიტი ანდრია. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ჰალკის თეოლოგიურ სკოლასთან აკადემიური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობა.