სიახლეები

შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს პირველთან

09.11.2024

2024 წლის 9 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია შეხვდა მსოფლიო პატრიარქს, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს l-ს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ლალი ზაქარაძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი, პროფ. გიორგი ხუროშვილი, იღუმენია თეკლა წიქარიძე. დელეგაციამ მსოფლიო პატრიარქს გააცნო ახალი საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობა - საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევები, სამეცნიერო ღონისძიებები და სხვა. მსოფლიო პატრიარქთან აუდიენცია ერთი საათის განმავლობაში, გულთბილ გარემოში მიმდინარეობდა. ბართლომეოს l-მა დალოცა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, წარმატებები უსურვა პროფესორებსა და სტუდენტებს.