სიახლეები
სემინარი: საქართველოს ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში
29.06.2019
2019 წლის 29 ივნისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე „საქართველოს ადგილი და როლი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში“. სემინარს უძღვებოდნენ:
ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
კახა გოგოლაშვილი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი.
სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.