სიახლეები
სემინარი - „ნაციონალიზმი და თანამედროვეობა“
20.09.2018
2018 წლის 20 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: „ნაციონალიზმი და თანამედროვეობა“. სემინარს უძღვებოდა ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, იოახიმ ფონ ვედელი. სემინარის ფარგლებში განხილული იქნა ნაციონალიზმის წარმოშობის, განვითარებისა და მისი თანამედროვე მდგომარეობის ასპექტები. გაიმართა დისკუსია ნაციონალიზმის ისტორიული და თანამედროვე პოლიტიკური, კულტურული, ფილოსოფიური და რელიგიური კონტექსტების შესახებ. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები.