სიახლეები

სემინარი „ეკლესია და სახელმწიფო“

08.02.2018

2018 წლის 8 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე „ეკლესია და სახელმწიფო“. სემინარის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. სემინარზე მოხსენებით წარსდგნენ უნივერსიტეტის პროფესორი იოახიმ ფონ ვედელი და ასოც. პროფესორი გიორგი თავაძე, ასევე, ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტები ნიკოლოზ კოპალეიშვილი და ბესიკ მაშავა. სემინარი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.