სიახლეები

საზეიმო მიღება ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიაში

13.05.2022

2022 წლის 13 მაისს, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის სემინარიაში ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის საზეიმო მიღება გაიმართა. დელეგაციის წევრებს უმანსპინძლეს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა უნეტარესმა ტიხონმა და სემინარიის პრეზიდენტმა დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები გაეცნენ სემინარიის სასწავლო, კვლევით, საბიბლიოთეკო და საარქივო რესურსებს.