სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და წმ. ვლადიმირის სემინარიას შორის

06.05.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის წარმომადგენელთა შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტი, დეკანოზი ჩად ჰეტფილდი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ინსტიტუციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის იმპლემენტაციის საკითხები, დაიგეგმა კონკრეტული სამეცნიერო, სასწავლო და მათარგმნელობითი პროექტები.