სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სტუმრად უნივერსიტეტში
10.10.2019
2019 წლის 10 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტს სტუმრობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ბ-ნი ალექსანდრე მოწერელია. სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას, შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან, უნივერსიტეტის ქართველ და უცხოელ პროფესორებთან. შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა უნივერსიტეტსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის საკითხები.