სიახლეები
სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის სხდომა
31.07.2021
2021 წლის 30 ივლისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ შემდეგ მაგისტრანტებს:
გიორგი ქავთარაძე - ღირსი ალექსი (შუშანია) - ბერი-ფილოსოფოსი;
ვახტანგ ჯიჯიეშვილი - ღმერთის არსებობის არგუმენტები და იონა ხელაშვილის ქრისტიანული მეტაფიზიკა;
ლიკა ბოლქვაძე - სახელმწიფოს მოწყობის მოდელი ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში (ალექსანდრე ამილახვარი);
ქრისტინე სალუქვაძე - თანასწორობის თანამედროვე იდეა და მისი საწყისები ადრექრისტიანულ ფილოსოფიაში.
ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი:
ნინო კახიანი - გრიგოლ ნოსელი და ქრისტიანული ფსიქოლოგიის საფუძვლები.