სიახლეები

სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

27.07.2018

2018 წლის 27 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში შედგა ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის II კურსის სტუდენტების ნაშრომების დაცვა მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის წინაშე სამაგისტრო ნაშრომი 14 სტუდენტმა წარადგინა. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. ლალი ზაქარაძე, პროფ. მიხეილ გოგატიშვილი, პროფ. დოდო ლაბუჩიძე, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი, ასოც. პროფ. გიორგი თავაძე. სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.