სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა უვიზო რეჟიმის შესახებ

19.03.2018

2018 წლის 19 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ ნატოსა და ევორკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერეციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან, რომელსაც უძღვებოდნენ ნატოსა და ევორკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი და ქ. ფოთის მერის მოდგილე გიორგი ფარეშიშვილი. შეხვედრისას განხილული იქნა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის აქტუალური საკითხები.