სიახლეები
რესტავრირებული წიგნები საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ
24.12.2017
ბ-ნი სევერიან შენგელიას თანადგომით, რესტავრირება ჩაუტარდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ორ მნიშვნელოვან გამოცემას (გიორგი ცინცაძის წიგნადი ფონდი): 1. ტონკმელისი ( = მელიტონ კელენჯერიძე), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“, ქუთაისი, 1905 წ. (რუსულ ენაზე); 2. ალექსანდრე ცაგარელი, „წერილები და შენიშვნები ქართული საეკლესიო საკითხის შესახებ“, სანკტ-პეტერბურგი, 1912 წ. (რუსულ ენაზე). სარესტავრაციო სამუშაო შეასრულა ბ-ნმა რევაზ ოჩიგავამ.
აღნიშნული გამოცემები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ასახავენ XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებულ დამოკიდებულებას ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის მიმართ.