სიახლეები

პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკის წიგნის პრეზენტაცია

31.07.2019

2019 წლის 31 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ უდო რაინჰოლდ იეკის წიგნის - „ვახტანგ გორგასალი - ქრისტიანი ფილოსოფოსი მეფე“ - პრეზენტაცია. წიგნი გამოიცა კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მიერ. რედაქტორები: მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ლალი ზაქარაძე, თენგიზ ირემაძე. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ხუროშვილმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, სასულიერო პირები, ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და პედაგოგები. 

უდო რაინჰოლდ იეკი არის ბოხუმის რურის უნივერსიტეტისა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით. პროფ. იეკი არის პლატონიზმის, არისტოტელიზმისა და ნეოპლატონიზმის ცნობილი მკვლევარი. იგი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. რამდენიმე წელია პროფესორი იეკი მუშაობს ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებზე.