სიახლეები

პროფესორ პოლ გავრილიუკის ლექცია თემაზე: "ღმერთის აღქმა ლიტურგიაში"

15.06.2023

2023 წლის 15 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა მინესოტას წმ. თომას უნივერსიტეტის პროფესორის და მართლმადიდებელ თეოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის პოლ გავრილიუკის ლექცია თემაზე: "ღმერთის აღქმა ლიტურგიაში". ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და სასულიერო პირები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.