სიახლეები

პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი

05.10.2019

2019 წლის 4-5 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი - „გერმანული იდეალიზმის ფილოსოფია“. კურსს უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. კურსს ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, ასევე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები. კურსი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.