სიახლეები

პროფესორ ჰელმუტ შნაიდერს ქ. ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

07.05.2019

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორს, ჰელმუტ შნაიდერს ქ. ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 5 მაისს, ქ. ფოთის დღესასწაულზე გამართული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ქ. ფოთის მერმა ბ-ნმა გოჩა კურდღელიამ ქალაქის საგანმანათლებლო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ შნაიდერს საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან დღემდე პროფესორი შნაიდერი ყველწლიურად სტუმრობს ქ ფოთს და ახალი საქართველოს უნივერსიტეტში ატარებს ლექცია/სემინარებს. პროფ. შნაიდერი 1988-2003 წ.წ.-ში იყო ბოხუმის ჰეგელის არქივის დირექტორი. იგი არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო სერიის გამომცემელი და სარედაქციო საბჭოს წევრი, მრავალი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.