სიახლეები
პროფ. ნორბერტ ვასცეკს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარის წოდება მიენიჭა
სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორ ნორბერტ ვასცეკს, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის საპატიო მკვლევარის წოდება მიენიჭა. 2019 წლის 17 ივლისს, უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა პროფ. ვასცეკს საზეიმოდ გადასცა საპატიო მკვლევარის დიპლომი.
ნორბერტ ვასცეკმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა კემბრიჯის უნივერსიტეტში 1984 წელს. სხვადასხვა წლებში იყო ოკლანდის, ერლანგენის, როუენისა და ბოხუმის უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორი. 2003 წლიდან დღემდე, არის სორბონის უნივერსიტეტის (პარიზი VIII) პროფესორი იდეების ისტორიის მიმართულებით. იგი არის 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესორ ვასცეკის კვლევისა და სწავლების სფეროებია: XVIII-XIX საუკუნეების იდეების ისტორია, ევროპული განმანათლებლობა, გერმანული იდეალისტური ფილოსოფია და ევროპული ლიტერატურა.