სიახლეები

პროფ. ჯაკომო რინალდის მეხუთე ლექცია და სერთიფიკატების გადაცემა

23.06.2023

2023 წლის 23 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯაკომო რინალდის მეხუთე ლექცია, რითაც დასრულდა სპეციალური სალექციო კურსი ხელოვნების ფილოსოფიაში. სალექციო კურსი ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას 30-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტიდან და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. კურსის დასასრულს მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფესორმა რინალდიმ.