სიახლეები

პროფ. ჯაკომო რინალდის IV ლექცია - ინდივიდუალური ხელოვნების სისტემა ჰეგელის ესთეტიკაში

22.06.2023

2023 წლის 22 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მეოთხე ლექცია, რომლის ფარგლებშიც ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რინალდიმ ისაუბრა ინდივიდუალური ხელოვნების სისტემაზე ჰეგელის ესთეტიკაში. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები. ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.