სიახლეები

პროფ. ჯაკომო რინალდის III ლექცია - ხელოვნების ფორმა და შინაარსი: ესთეტიკური ფორმალიზმისა და მატერიალიზმის კრიტიკა

21.06.2023

2023 წლის 21 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მესამე ლექცია. ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორმა ჯაკომო რინალდიმ წაიკითხა ლექცია თემაზე „ხელოვნების ფორმა და შინაარსი: ესთეტიკური ფორმალიზმისა და მატერიალიზმის კრიტიკა“. ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.