სიახლეები

პროფ. ჯაკომო რინალდის II ლექცია - ხელოვნების ცნება და ფორმები ჰეგელის ესთეტიკაში

20.06.2023

2023 წლის 20 ივნისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა  ხელოვნების ფილოსოფიის ლექციათა ციკლის მეორე ლექცია, რომელსაც უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. მეორე ლექციის თემა იყო „ხელოვნების ცნება და ფორმები ჰეგელის ესთეტიკაში“. ლექციას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები, დოქტორანტები და მაგისტრანტები. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.