სიახლეები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში"
2014 წლის 28-29 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში".
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი), იოანე პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.
კონფერენციის სამუშაო გეგმა:
კონფერენციის გახსნა - მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
- პროფ. თენგიზ ირემაძე, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი (ახალი საქართველოს უნივერსიტეტი):
„ფილოსოფია და ღვთისმეტყველება შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში“
(ანონიმი ავტორი, ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი)
- პროფ. მაგდა მჭედლიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზანტინისტიკის ინსტიტუტი:
„ იოანე პეტრიწისა და ნიკოლოზ მეთონელის „დიალოგი" პროკლეს ფილოსოფიის შესახებ“
- პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ბოხუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიუნებურგის უნივერსიტეტი (გერმანია):
„ Friedrich Creuzer findet Joane Petrizi. Geschichte einer Entdeckung“
[ფრიდრიხ კროიცერი „იპოვის" იოანე პეტრიწს. ერთი აღმოჩენის ისტორია],
მოხსენების თარგმანი შეასრულა ასისტ. - პროფესორმა გიორგი თავაძემ
- მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი, თეოლოგიის დოქტორი საეკლესიო სამართალში (თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია):
„ჰუმანიზმის იდეები შუა საუკუნეების ქართულ საეკლესიო სამართალში“
- პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ამერიკული პოლიტიკური აზროვნების ცენტრის დირექტორი):
„ შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ-იდეოლოგიური პარადიგმები“
- პროფ. ჰელმუტ შნაიდერი (კასელის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტი (გერმანია) /ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე):
„Wer ist Pseudo-Dionysios Areopagita? [ვინ არის ფსევდო-დიონისე არეოპაგელი?“ მოხსენებისა და დისკუსიის თარგმანი შეასრულა ასისტენტ-პროფესორმა გიორგი თავაძემ
- პროფ. ლალი ზაქარაძე (შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის კულტურის მეცნიერებათა განყოფილების გამგე):
„ დიონისე არეოპაგელის მისტიკური ღვთისმეტყველება და შუა საუკუნეების ქართული აზროვნება (ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი)
- მაღალყოვლადუსამღვდელოესი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი:
„მაქსიმე აღმსარებელი და საქართველო“
- დეკანოზი თეიმურაზი (თათარაშვილი), თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი:
„ იოანე დამასკელი ქართულ ფილოსოფიურ და საღვთისმეტყველო ტრადიციაში“
- გიორგი ხუროშვილი, ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი (პოზნანი/პოლონეთი):
„პოლიტიკური აზროვნების კონცეფციები შუა საუკუნეების საქართველოში“
(არსენ იყალთოელი და დავით აღმაშენებელი) - ონლაინ-ჩართვა განხორციელდა ქ. პოზნანიდან
პლენარული მოხსენება
- მაღალყოვლადუსამღვდელოესი ზენონი (იარაჯული), დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი:
„ისლამი თანამედროვე გამოწვევების კონტექსტში“