სიახლეები

მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისადმი

02.08.2018

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გილოცავთ თქვენი მფარველი წმინდანის ხსენების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს! ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი და პატივსაცემია თქვენი თანადგომა და მზრუნველობა, რომელსაც დღენიადაგ გრძნობს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომელი. დაე, დიდხანს ყოფილიყავით სრულიად საქართველოს მწყემსმთავარი და მისი სულიერი წინამძღოლი!

მრავალჟამიერ თქვენს მეუფებას!

ღრმა მოწიწებითა და დიდი სიყვარულით,

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომლები