სიახლეები

ასოც. პროფ. გიორგი თავაძის მოხსენება

15.11.2017

2017 წლის 15 ნოემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი თავაძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „რელიგიური ფუნდამენტალიზმის იდეოლოგიური საფუძვლები“. თავისი ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ფუნდამენტალიზმის გამომწვევ მიზეზებზე და იმ იდეოლოგიებზე, რომლებიც  საფუძვლად უდევს ფუნდამენტალისტურ შეხედულებებს. მომხსენებელმა, ასევე, გააანალიზა ის მეთოდები, რომლებსაც ფუნდამენტალისტური მოძრაობები იყენებენ საკუთარი მსოფლმხედველობის გასავრცელებლად (ტერორისტული ქსელების შექმნა, ძალადობის პროპაგანდა, ინტერნეტ-სივრცის გამოყენება და ა.შ.). მოხსენებას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები. მოხსენება საინტერესო და აქტიური დისკუსიით დასრულდა.