სიახლეები

კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფუძნება

19.03.2019

2019 წლის 19 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნდა კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომლის მიზანიც არის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტის საქმიანობის მხარდაჭერა, ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო განათლების პოპულარიზება. ასოციაციაში გაერთიანდნენ უნივერსიტეტის, პირველი, 2018 წლის კურსდამთავრებულები. ასოციაციას უხელმძღვანელებს ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი სევერიან შენგელია, ასოციაციის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელია ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი თეა ვადაქარია, ხოლო, აღმოსავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი სოფო ტალახაძე.