სიახლეები

კონფერენცია: „ქრისტიანული ჰერმენევტიკა - ისტორია და თანამედროვეობა“

12.02.2019

2019 წლის 12 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ქრისტიანული ჰერმენევტიკა - ისტორია და თანამედროვეობა“. კონფერენციაზე განხილული იქნა ქრისტიანული ჰერმენევტიკის აქტუალური საკითხები, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის მეცნიერ-თანამშრომლები და მკვლევარები. კონფერენციას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სასულიერო პირები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

ასოცირებული პროფესორი გიორგი ხუროშვილი: „ჰერმენევტიკა და ქრისტიანული ჰერმენევტიკა - მეთოდები და პარადიგმები“;

ასისტენტ-პროფესორი, არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე: „ქრისტიანული ჰერმენევტიკის ძველი და ახალი მოდელები“;

ქრისტიანული ფილოსოფიის მკვლევარი ნიკოლოზ კოპალეიშვილი: „ქრისტიანული ჰერმენევტიკის დაფუძნება ნეტარ ავგუსტინესთან“;

ქრისტიანული ფილოსოფიის მკვლევარი ბესიკ მაშავა: „თეოდორე აბუკურას ჰერმენევტიკული მეთოდი“.