სიახლეები

ქ. სუვალკისა და ქ. კირიატ-იამის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტი უნივერსიტეტში

16.04.2018

2018 წლის 16 აპრილს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა პოლონეთის ქალაქ სუვალკისა და ისრაელის ქალაქ კირიატ-იამის მთავრობისა და საკრებულოს დელეგაციებს უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა თენგიზ ირემაძემ, მათ გააცნეს უნივერსიტეტში განხორციელებული პროექტები და მიმდინარე საქმიანობა.