სიახლეები

დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი „ჰეგელი და თანამედროვე ევროპული ფილოსოფია“

16.10.2019

2019 წლის 16 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დოქტორანტთა სამეცნიერო კოლოქვიუმი „ჰეგელი და თანამედროვე ევროპული ფილოსოფია“. კოლოქვიუმს უძღვებოდა ურბინოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯაკომო რინალდი. კოლოქვიუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებნდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტები.  განხილული იქნა ჰეგელის აზროვნების გავლენა თანამედროვე კონტინენტურ ევროპულ ფილოსოფიაზე. კოლოქვიუმი აქტიური დისკუსიის თანხლებით წარიმართა.