სიახლეები

დოქტორ დეტლეფ ფონ დანიელსის ლექცია

24.10.2017

2017 წლის 24 ოქტომბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიის სამართლისა და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საერთაშორისო კვლევითი ჯგუფის კოორდინატორის დოქტორ დეტლეფ ფონ დანიელსის ლექცია თემაზე: „პოპულიზმის კრიტიკა პლატონთან“. ლექციას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის და ქრისტიანული ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. ლექციის შემდეგ გაიმართა კოლოქვიუმი, რომლის ფარგლებშიც დოქტორმა დანიელსმა ვრცლად და ამომწურავად უპასუხა მსმენელთა შეკითხვებს.