სიახლეები

დისკუსია ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუს პროფესორ რიჩარდ სუინბერნთან

26.05.2023

2023 წლის 26 მაისს ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუს პროფესორ რიჩარდ სუინბერნთან. დისკუსია, ძირითადად, შეეხებოდა 25 მაისს, საპატიო დოქტორის ინაუგურაციაზე, პროფ. სუინბერნის მიერ წაკითხულ მოხსენებაში წარმოდგენილ თემებს, თუმცა, დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა ფილოსოფიისა და თეოლოგიის საკითხების ფართო სპექტრიც. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები, მაგისტრანტები, დოქტორანტები და კურსდამთავრებულები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.