სიახლეები

დიპლომების გადაცემის ცერემონია 2022

19.09.2022

2022 წლის 19 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტის რექტორმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა და პროფესორმა ქრისტოს იანარასმა რამდენიმე კურსდამთავრებულს შესაბამისი დიპლომები გადასცეს. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ ნიკოლოზ კოპალეიშვილს და ბესიკ მაშავას. მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ სანდრო ქუშაშვილს, სოფიო ნადირაშვილს, მღვდელ ილია ვარშანიძეს და ლანა ლუხუტაშვილს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს მიტროპოლიტმა გრიგოლმა, პროფ. იანარასმა და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა.