სიახლეები

დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

18.03.2019

2019 წლის 18 მარტს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია. მაგისტრის დიპლომი გადაეცა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის 14 კურსდამთავრებულს. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ფოთის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 2018 წლის კურსდამთავრებულებს, პირველად საქართველოში, მიენიჭათ ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.