სიახლეები

დიპლომების გადაცემის ღონისძიება

15.10.2024

2024 წლის 15 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა დიპლომების გადაცემის ცერემონია. უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კურსდამთავრებულებს მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გადასცა. დიპლომები გადაეცათ შემდეგ კურსდამთავრებულებს: შოთა ყურუას მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; გიორგი წილოსანს მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; დეკანოზ თევდორე ბასილაიას მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ქრისტინე გაგულიას მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; იამზე გორგოტაძეს მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; ირაკლი ზაქარაძეს მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; სალომე ზენაიშვილს მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; თამარ ლომაძეს მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; თინათინ ლომთაძეს მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; დეკანოზ შიო პაიჭაძეს მიენიჭა ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.