სიახლეები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები საერთაშორისო კონფერეციაზე

07.11.2024

2024 წლის 5-7 ნოემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას იღებდა ქ. სტამბოლში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი მართლმადიდებელი თეოლოგის, პერგამოს მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის (1931 - 2023) ინტელექტუალურ მემკვიდრეობას. კონფერენცია გახსნა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს l-მა. კონფერენციაზე განხილული იქნა იოანე ზიზიულასის თეორიული შემოქმედების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის მრავალი საკითხი. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია და ფორდჰამის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური კვლევების ცენტრი.