სიახლეები

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები ვოლოსის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში

12.07.2023

2023 წლის 2-12 ივლისს საბერძნეთის ქალაქ ვოლოსში იმართება საზაფხულო სკოლა, რომელშიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორები დოქტორი ნიკოლოზ კოპალეიშვილი და არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე მონაწილეობენ. საზაფხულო სკოლის თემატიკაა თანამედროვე ეკოლოგიური კრიზისი მართლმადიდებლური თეოლოგიის პერსპექტივიდან და მისი ორგანიზატორია ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემია. უნივერსიტეტის წარმომადგენლები სკოლაში მონაწილეობენ ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვოლოსის თეოლოგიური კვლევების აკადემიას შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, რომელსაც ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა ამა წლის იანვარში ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმით.