სიახლეები
ახალი პროფესორის ინაუგურაცია და მოხსენება
2018 წლის 7 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალი პროფესორის ინაუგურაციის ცერემონია. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი იოახიმ ფონ ვედელი არჩეული იქნა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორად სოციალური მეცნიერების მიმართულებით. ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ბატონ ვედელს გადასცა მისი პროფესორად დანიშვნის აღმნიშვნელი დოკუმენტი, რის შემდეგაც პროფესორმა ვედელმა წაიკითხა საინაუგურაციო მოხსენება: „მითოსი პოლიტიკაში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ქ. ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.