სიახლეები

2019-2020 აკადემიური წლის გახსნისა და დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

03.10.2019

2019 წლის 3 ოქტომბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა 2019-2020 აკადემიური წლის გახსნისა და 2019 წლის კურსდამთვრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში პირველი კურსის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და საპატიო სტუმრებმა პროფესორმა ჯაკომო რინალდიმ (ურბინო, იტალია) და პროფესორმა ჰელმუტ შნაიდერმა (კასელი, გერმანია). ცერემონიაზე უნივერსიტეტის რექტორმა, მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ქრისტიანული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებს მაგისტრის დიპლომები გადასცა.