სიახლეები
სამეცნიერო კონფერენცია „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები“
2013 წლის 16 ნოემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის მოწვევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო კონფერენციაში „ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები“.
კონფერენცია გაიმართა ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სასულიერო სკოლის საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციას ესწრებოდნენ ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება, ქალაქ ფოთის განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
კონფერენციაზე შემდეგი მოხსენებები იქნა წარმოდგენილი:
პროფ. თენგიზ ირემაძე:
„ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი თავისებურებანი“.
სულხან-საბა ორბელიანის ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო აზროვნება.
პროფ. დოდო ლაბუჩიძე:
„ევროპეიზმი“ ახალი დროის ქართულ აზროვნებაში“
პროფ. ლალი ზაქარაძე:
„დავით გურამიშვილი: ფილოსოფიისა და პოეზიის დიალოგი“
პროფ. თენგიზ ირემაძე:
„ანტონ ბაგრატიონი და მისი ფილოსოფიური სკოლა“
პროფ. თენგიზ ირემაძე, პროფ. უდო რაინჰოლდ იეკი:
„დავით ბაგრატიონის ბუნების ფილოსოფია და ლოგიკა“
პროფ. მიხეილ გოგატიშვილი:
„იოანე ბაგრატიონის სოკრატული სიბრძნისმეტყველება“
პროფ. ლალი ზაქარაძე:
„იონა ხელაშვილი - დიდი ქართველი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ეპოქათა გზაგასაყარზე“
ფილოსოფიის მკვლევარი გიორგი ხუროშვილი:
„ალექსანდრე ამილახვარი: „ბრძენი აღმოსავლეთისა“ – პოლიტიკური ფილოსოფიის დაფუძნების ცდა ახალი დროის ქართულ აზროვნებაში“
აკადემიკოსი გურამ თევზაძე /საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია/:
„სოლომონ დოდაშვილის მშვიდობის ფილოსოფია“
ასოც. პროფ. გიორგი ხეოშვილი /საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/
„გაბრიელ ქიქოძის ფილოსოფიური კონცეფცია“
ასისტ.-პროფ. გიორგი თავაძე:
„კავკასიური ფილოსოფიის“ კონცეპტის მნიშვნელობა ფილოსოფიური გეოგრაფიის რეგიონალური დონისთვის“
კონფერენციის შემდეგ, მიტროპოლიტ გრიგოლის ინიციატივით, ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა მოინახულეს ფოთისა და ხობის ეპარქიის ღირსშესანიშნაობები.