განცხადებები
ზაფხულის სკოლა ქრისტიანულ ფილოსოფიაში
ზაფხულის სკოლა ქრისტიანულ ფილოსოფიაში
(მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი)
ზოგადი ინფორმაცია: 2018 წლის 13-17 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს ზაფხულის სკოლას ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რომლის ფარგლებშიც 3 დღის განმავლობაში (14, 15, 16 ივლისი) გაიმართება ლექციებისა და სემინარების ციკლი დიდი ქრისტიანი მოაზროვნეების (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი) შესახებ.
ხელმძღვანელი: სკოლის ფარგლებში გამართულ ლექცია-სემინარებს გაუძღვება პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი. პროფ. შნაიდერი არის ევროპული და აღმოსავლური ფილოსოფიის თვალსაჩინო მკვლევარი. 1988-2003 წწ. იგი იყო ჰეგელის არქივის (ბოხუმი, გერმანია) დირექტორი. ამჟამად პროფ. შნაიდერი მოღვაწეობს კასელის უნივერსიტეტში (გერმანია) და ახალი საქართველოს უნივერსიტეტში (საქართველო).
ადგილმდებარეობა: ხობის მუნიციპალიტეტი, ხობის მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული საკათალიკოსო სასახლე.
მონაწილეობის წინაპირობები: ზაფხულის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს ნებისმიერი ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლიდან, ასევე, იმ პირებს, რომელთაც უკვე აქვთ აკადემიური ხარისხი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი).
მონაწილეობა და სტიპენდია: ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა. აპლიკაციების გადარჩევა მოხდება კომისიის მიერ. სულ შეირჩევა 25 მონაწილე. შერჩეული პირების მონაწილეობის ხარჯებს (კვება, საცხოვრებელი, სასწავლო მასალები) სრულად დაფარავს ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
სერტიფიკატი: ზაფხულის სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
დრო: აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა 28/06/2018.
დამატებითი ინფორმაცია: სკოლის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება პროფ. შნაიდერის ლექციებისა და სემინარების ქართული თარგმანი.
აპლიკაცია გამოგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: ngu.summerschool@gmail.com