განცხადებები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში“

2018 წლის 18-19 სექტემბერს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

„სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში - რუსული ევრაზიიზმის იდეა“.

ევრაზიიზმი, როგორც რუსული პოლიტიკის კონცეფცია, განსაკუთრებით აქტიური განხილვის საგანი გახდა პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ახალი ტალღის დაწყების კვალდაკვალ. კონფერენციის ფარგლებში, საგანგებო ყურადღება მიექცევა სივრცის იმ კონცეპტთა გაგებასა და ანალიზს, რომელიც რუსული ევრაზიიზმის საფუძველს წარმოადგენს. დისკუსიის საგანი იქნება, ასევე, სივრცის რუსული გაგება და მისი განსხვავება პოლიტიკური სივრცის ჩინური, ევროპული და ამერიკული გაგებისაგან. კონფერენციაზე განხილული იქნება სივრცის პოლიტიკური, ფილოსოფიური და კულტურულ-გეოგრაფიული ასპექტები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი მოხსენებები:

  • კონფერენციის გახსნა - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი;
  • პროფ. თენგიზ ირემაძე (საქართველო) - შესავალი მოხსენება;
  • დოქტორი დენის სამუტი (გაერთიანებული სამეფო) - სამხრეთ კავკასია - გლობალური ურთიერთდამაკავშირებელი: როგორ გამოვიყენოთ შესაძლებლობები, როგორ ავიცილოთ საფრთხეები?;
  • პროფ. ლალი ზაქარაძე (საქართველო) - ევრაზიიზმი და ნეოევრაზიიზმი: „დიდი სივრცეების იმპერატივები“ და მათი გეოპოლიტიკური კონტექსტი;
  • პროფ. მიხეილ გოგატიშვილი (საქართველო) - ძალაუფლების ტოპოლოგია;
  • პროფ. იოახიმ ფონ ვედელი (პოლონეთი) - მსოფლიო იმპერია. სახელმწიფოსგან თავისუფალი გლობალური ბატონობის ცნების შესახებ;
  • პროფ. პიოტრ კვიატკიევიჩი (პოლონეთი) - მიკროგენერაცია, როგორც ავტორიტარული და ავტოკრატიული პოლიტიკური სივრცეების დემოკრატიზაციის დამაჩქარებელი;
  • ასოც. პროფ. გიორგი თავაძე (საქართველო) - კარლ შმიტის სივრცის ფილოსოფია;
  • ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი (საქართველო) - რუსული ნეოიმპერიალიზმი დაკარგული იმპერიის ძიებაში.