განცხადებები
RESILIENCE-ის მკვლევართა მობილობა პროგრამა
რელიგიის კვლევების ევროპული საუნივერსიტეტო კონსორციუმი RESILIENCE, რომელსაც ახალი საქართველოს უნივერსიტეტი გასულ წელს შეუერთდა, აცხადებს რელიგიის კვლევებით დაინტერესებულ მკვლევართა მობილობის 2024 წლის პროგრამას. პროგრამის ფარგლებში მკვლევრებს საშუალება ექნებათ ეწვიონ პარტნიორი ორგანიზაციების ბიბლიოთეკებს და არქივებს თავიანთი კვლევითი პროექტის განხორციელებისათვის. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მაისი. პრეს-რელიზი იხილეთ აქ.