განცხადებები

ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის ლექცია

2018 წლის 7 დეკემბერს, 17:00 საათზე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება ფილოსოფიის დოქტორის, ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის ლექცია თემაზე: „პლატონი და არისტოტელე ისლამური პოლიტიკური ფილოსოფიის სათავეებთან“. ლექციის ფარგლებში შედგება ასოც. პროფესორ გიორგი ხუროშვილის ახალი ნაშრომის „პლატონი ალ-ფარაბის პოლიტიკურ ფილოსოფიაში“ პრეზენტაცია.