საპატიო დოქტორები

პროფესორი რიჩარდ სუინბერნი

25.05.2023

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის წარდგინების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ოქსფორდის უნივერსიტეტის ემირიტუს პროფესორს რიჩარდ სუინბერნს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2023 წლის 25 მაისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, პროფესორ ქრისტოს იანარასს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.