საპატიო დოქტორები

პროფესორი ქრისტოს იანარასი

16.09.2022

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის წარდგინების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო მეცნიერებების განვითარებისა და პოპულარიზების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პროფესორ ქრისტოს იანარასს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 2022 წლის 16 სექტემბერს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე, პროფესორ ქრისტოს იანარასს გადასცა საპატიო დოქტორის დიპლომი.