საერთაშორისო პარტნიორები
ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური თეოლოგიური სემინარია
წმ. ვლადიმირის სემინარიის ვებ-გვერდი
ახალი საქართველოს უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიას (აშშ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 2 მაისს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სემინარიის პრეზიდენტმა, დეკანოზმა ჩად ჰეტფილდმა. თანამშრომლობის ფარგლებში, შეთანხმებულია სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები, სამეცნიერო ღონისძიებები, ბიბლიოთეკებს შორის თანამშრომლობა.