საერთაშორისო პარტნიორები
აზიური ფილოსოფიის საზოგადოება

ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივსა და აზიური ფილოსოფიის საზოგადოებას (ბერლინი, გერმანია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 15 ივნისს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორმა, პროფ. თენგიზ ირემაძემ და აზიური ფილოსოფიის საზოგადოების თავმჯდომარემ, პროფ. ჰელმუტ შნაიდერმა. თანამშრომლობის ფარგლებში შეთანხმებულია მკვლევრების გაცვლა, ერთობლივი კვლევითი პროექტები და სამეცნიერო ღონისძიებები.