აკადემიური პერსონალი
ნიკოლოზ კოპალეიშვილი
ფილოსოფიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი
2011-2015 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში, 2015 წელს მიენიჭა თეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი.
2016-2018 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე, 2018 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „იოანე პეტრიწის ქრისტიანული ფილოსოფიის ქვაკუთხედი: ერთი, ღმერთი, მყოფი და სიმრავლე“ და მიენიჭა ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი.
2017 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორის თანაშემწე და ამავე უნივერსიტეტის ასისტენტი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით.
2021 წლიდან არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ქრისტიანული ფილოსოფიის მიმართულებით.
2018-2022 წლებში სწავლობდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე, 2022 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე: „ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიური ანთროპოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ირემაძე) და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მუშაობს ქრისტიანული ფილოსოფიის კლასიკურ და თანამედროვე პრობლემებზე, ფსალმუნთა ფილოსოფიური ინტერპრეტაციის შესახებ, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართული ფილოსოფიის აქტუალურ საკითხებზე.
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები:
- ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიური ანთროპოლოგია. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2023.
- წმ. ქეთევანი. მოწამე-მონარქის სახე ქართულ აზროვნებაში. თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2022.
სამეცნიერო სტატიები:
- გიორგი ავალიშვილი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2023 წ.
- მიტროპოლიტი კალისტე უეარი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2023 წ.
- მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2023 წ.
- მაკარი მესხი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2022 წ.
- მაკარი დიდი (მეგვიპტელი), იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2022 წ.
- ილარიონ ქართველი. იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2022 წ.
- კირილე ალექსანდრიელი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2022 წ.
- თეოფილე ხუცესმონაზონი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2022 წ.
- ევაგრე პონტოელი, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2022 წ.
- ღმერთის არსებობის არგუმენტები ქართულ აზროვნებაში, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- ტრიადა, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- ჩახრუხაძე, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- დიალოგური ფილოსოფია, იხ.: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
- ქრისტიანობის შეხვედრა ნეოპლატონიზმთან: ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრება სიყვარულის შესახებ, კრებულში: ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტიკური მეცნიერება, რედაქტორები: თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2020 წ., გვ. 19-24.
- ნეტარი ავგუსტინეს ფილოსოფიური განაზრებანი სამების მეორე პირის შესახებ, კრებულში: ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან, კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 75-88.
საარქივო მასალის გამოცემა:
- გიორგი ცინცაძე, გამოცხადება, გამოსაცემად მოამზადა ნ. კოპალეიშვილმა, ჟურნალში: „უფლის ციხე“, #5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 28-31.
რეცენზიები:
- ნეტარი ავგუსტინე - ქრისტიანობის მასწავლებელი (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/42
- ალვინ პლანტინგა: ღმერთი, თავისუფლება, ბოროტება (რეცენზია), იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/95
თარგმანები:
- ჯ. რინალდი - ჯოსაია როისი აბსოლუტისა და ინდივიდის შესახებ, ინგლისურიდან თარგმნა ნიკოლოზ კოპალეიშვილმა, რედაქტორი: თენგიზ ირემაძე, თბილისი: „ნეკერი“, 2023 წ.
- ვ. ზენკოვსკი, ქრისტიანული ფილოსოფიის იდეა, კრებულში: ნარკვევები ქრისტიანულ ფილოსოფიაში, რედაქტორ-შემდგენელი თ. ირემაძე, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2021 წ., გვ. 17-50.
- გ. მარსელი, ფილოსოფოსის პასუხისმგებლობა თანამედროვე სამყაროში, წიგნში: ვ. ბენიამინი, თეოლოგიურ-პოლიტიკური ფრაგმენტი, თ. ირემაძე, განაზრებანი ვალტერ ბენიამინის პოლიტიკურ თეოლოგიაზე, გ. მარსელი, ფილოსოფოსის პასუხისმგებლობა თანამედროვე სამყაროში, თბილისი: „ნეკერი“, 2020 წ., გვ. 20-61.
- წმიდა თეოფანე დაყუდებული, როგორ შევითვისოთ სიტყვა ღვთისა, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 5-7.
- ნეტარი ავგუსტინე, სამების შესახებ (V წიგნი), კრებულში: ქრისტიანული ფილოსოფიის სათავეებთან, კლიმენტ ალექსანდრიელი, კაბადოკიელი მამები, გაიუს მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი, რედაქტორები: თ. ირემაძე, ჰ. შნაიდერი, გ. ხუროშვილი, თბილისი: „ფავორიტი სტილი“, 2019 წ., გვ. 120-163.
- არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი), რწმენის შესახებ, ჟურნალში: „უფლის ციხე“, # 5 (თბილისი, 2019 წ.), გვ. 8-16.
- ჟ. მარიტენი, ფილოსოფოსი ქალაქში, წიგნში: ჟ. მარიტენი, ფილოსოფოსი ქალაქში, თ. ირემაძე, ფილოსოფია და მსოფლსიბრძნე, თბილისი: „ნეკერი“, 2018 წ., გვ. 7-24.
- მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი, ქრისტეს აღდგომის შესახებ, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/125
- არქიმანდრიტ სოფრონის (სახაროვი) მიმოწერა დეკანოზ გიორგი ფლოროვსკისთან, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/115
- დეკანოზი ვასილი ზენკოვსკი, გ. ვ. ფლოროვსკი - IV საუკუნის აღმოსავლელი მამები, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/110
- ა. ნ. უაითჰედი, ფაქტი და ფორმა, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/99
- არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი), ღმერთი სიყვარულია, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/76
- თ. ადორნო, ფილოსოფიის შესაძლებლობის შესახებ, იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/73
- მ. ბუბერი, მე და შენ (პირველი ფრაგმენტი), იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/63
- მ. ბუბერი, მე და შენ (მეორე ფრაგმენტი), იხ.: პეტრიწის პორტალი http://petritsiportal.ge/ka/article/122