აკადემიური პერსონალი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი

დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს.

1973 წელს დაამთავრა თბილისის 134-ე საშუალო სკოლა.

1974-1976 წლებში სწავლობდა უკრაინაში, სამოქალაქო ავიაციის ქ. კრივოიროგის სავიაციო სასწავლებელში).

1988 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1990 წელს.

1990 წელს ჩაირიცხა თბილისის სასულიერო აკადემიაში და დაამთავრა იგი 1994 წელს.

1985-1988 წლებში იყო თბილისის წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ეკლესიის მნათე.

1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აკურთხა დიაკვნად.

1990 წლის 27 მარტს ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტ კონსტანტინეს მიერვე ხელდასხმულ იქნა მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში.

1990 წლის აპრილში გამწესებულ იქნა ოზურგეთის რ-ნის სოფელ ლიხაურში ღვთისმშობლის შობის ეკლესიის წინამძღვრად.

1990 წლის ნოემბრიდან დამატებით ეძლევა მორჩილება და ინიშნება აჭის წმ. გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.

1994 წლის 2 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ მიენიჭა დეკანოზის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით.

1991-1995 წლებში ხელმძღვანელობდა ოზურგეთის საღვთო სჯულის პედაგოგების მოსამზადებელ ერთწლიან საღვთისმეტყველო კურსებს.

1991-1996 წლებში გამოსცემდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჟურნალ „წყაროს“.

1995 წლის 30 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით ინიშნება ოზურგეთის ახლად დაარსებული წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის რექტორად.

1996 წლის 14 მარტს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის კრების მიერ გამორჩეულ იქნა ფოთის ეპისკოპოსად.

1996 წლის 21 მარტს აღკვეცილ იქნა ბერად; 23 მარტს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით.

1996 წლის 24 მარტს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წმიდა სინოდის წევრთა თანამსახურებით აღესრულა არქიმანდრიტ გრიგოლის ხელდასხმა ფოთის ეპისკოპოსად. 

2003 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება.

2007 წლის 3 ივნისს ებოძა მიტროპოლიტის წოდება.

1996-2003 წლებში საქართველოს საპატრიარქოს შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე;

2003 წლიდან  დღემდე არის საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

2005-2008  წლებში  ხელმძღვანელობდა სახელმწიფოსთან განათლების საკითხებში ურთიერთობის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლობით კომისიას.

2010 წლის 9 ნოემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალ "უფლის ციხის" მთავარი რედაქტორი.

2017 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2022 წლის 14 მაისს, ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლური საღთისმეტყველო სემინარიის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქრისტიანული განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 

 

საეკლესიო და სახელმწიფო ჯილდოები:
  • წმ. გიორგის ოქროს ორდენი (25.12.2007 - სრულიად საქ. კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანება)
  • ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი (საქ. პრეზიდენტის ბრძნება № 611, 16.09.2008.)
  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (საქ. პრეზიდენტის განკარგულება № 13/09/01, 13.09.2012.)
  • წმინდა ნიკოლოზის ორდენი (საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 04/11/04, 04.11.2013.)

 

ანგელოზის დღე - თებერვალიწმგრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენება.

 

რჩეული შრომები

წიგნები:

  • იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია, „ფავორიტი სტილი“, თბილისი, 2017.
  • ადამიანის უფლებათა ფილოსოფიის რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ, თბილისი, 2013.
  • "კეთილ არს სჯული უკეთუ ვინმე წესიერად იპყრას იგი" (1 ტიმ.1,8), [ავტ. დეკანოზი გურამ ბერბიჭაშვილი ლიხაურისა და აჭის ეკლესიების წინამძღვარი], ოზურგეთი, 1995.
  • მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის მოკლე კატეხიზმო კათაკმეველთათვის, შემდგ. მამა გურამი, [მე-2 გამოცემა], ოზურგეთი, 1992.

სტატიები:

  • About Some Unknown Aspects of Iona Khelashvili’s (1778-1837) Life and Work, in: European Scientific Journal, special edition, vol. 2 (November, 2014), pp. 146-152.
  • იონა ხელაშვილის ბიოგრაფიის რეკონსტრუირებისთვის, წიგნში: ახალი დროის ქართული ფილოსოფია და მისი მთავარი წარმომადგენლები (XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე), თბილისი, 2014, გვ. 101-116.
  • ქრისტიანობა და ადამიანის უფლებები, ჟურნალში: „უფლის ციხე“. საქართველოს საპატრიარქო, # 3 (თბილისი, 2014), გვ. 18-26.
  • ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რამდენიმე აქტუალური პრობლემის შესახებ, ჟურნალში: „გული გონიერი“, № 7, თბილისი, 2014, გვ. 7-22.
  • თავისუფლების მეტაფიზიკა იონა ხელაშვილის მიხედვით, კრებულში: თავისუფლების იდეა ფილოსოფიაში, თეოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში, კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი თ. ირემაძე, თბილისი, 2016, გვ. 76-90.
  • Iona Khelashvili’s Metaphysics, in: Veritas et subtilitas. Truth and Subtlety in the History of Philosophy. Essays in memory of Burkhard Mojsisch (1944-2015). John Benjamins Publishing Company, Amsterdam/Philadelphia, 2018.
  • ანტონ ჭყონდიდელი, იხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.
  • იონა ხელაშვილი, ხ: ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია, მთავარი რედაქტორები თ. ირემაძე, გ. ხუროშვილი, 2021 წ.

 

მისამართი: 4400, ფოთი, გურიის ქ. # 1.                 

                      თბილისი, ერეკლე II-ის მოედანი 1, ტელ./ფაქსი: 2-92 33 18.