აკადემიური პერსონალი
მანანა სანაია
ფილოსოფოსი, ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
1981 წელს დაასრულა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის მიმართულებით.
1986 წელს, ასპირანტურის დასრულების შემდეგ, მიენიჭა ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. საკანდიდატო თემის სათაური: „ვილჰელმ დილთაის ჰერმენევტიკული მეთოდის კრიტიკა“ (ხელმძღვანელი: აკადემიკოსი გურამ თევზაძე).
1996 წელს, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება ფილოსოფიის ისტორიის სპეციალობით.
2015 წლიდან იგი არის ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით.
კვლევის ინტერესები: ფილოსოფიური ჰერმენევტიკა, გერმანული და ფრანგული ექსისტენციალიზმი, ქართული ფილოსოფია.
გამოქვეყნებული ნაშრომები:
- „ვ. დილთაის ჰერმენევტიკის კრიტიკა“ – „ახალგაზრდა ფილოსოფთა პრობლემური სემინარის სესიის მასალები“, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1982, გვ. 83-93.
- „დროის დილთაისეული გაგების ექსისტენციალური კრიტიკის ანალიზი“ - „ახალგაზრდა ფილოსოფთა პრობლემური სემინარის სესიის მასალები“, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1984, გვ. 76-89.
- „დროის ცნება ვ. დილთაის ჰერმანევტიკაში“ – „მაცნე“ (ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის სერია), თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, #3, 1984, გვ. 49-64.
- „ჰ. გ. გადამერის ჰერმენევტიკა და ვ. დილთაის მემკვიდრეობა“ – „ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა შრომები“ , თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1985, გვ. 17-27.
- „პიროვნების ცნება განწყობის თეორიაში და დილთაის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა“ - „ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა შრომები“ , თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1987, გვ. 161-172.
- „თეოდორ ჰერინგის გაგების ფილოსოფიის კრიტიკა“ - რესპუბლიკური კონფერენციის მასალები, თბილისი, 1987 (თეზისები), გვ. 65-68.
- „კარლ ოტო აპელი“ - თსუ 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები, თბილისი, 1988 (თეზისები), გვ. 95-96.
- Обзор конференции – „Аристотелевские чтения'', „Философские науки“, #10, 1988, გვ. 115-116.
- „მარტინ ჰაიდეგერი ქართულ ენაზე“ – „საქართველოს კომუნისტი“, #12, 1989 (ქართულ და რუსულ ენებზე), გვ. 86-90.
- „თეოდორ ჰერინგის გაგების ფილოსოფიის კრიტიკა“ - თსუ შრომები, თბილისი, 1989, ფილოსოფიის სერია, გვ. 47-60.
- „ყოფიერება და დროდან“ „დრო და ყოფიერებისაკენ“ - მ. ჰაიდეგერის მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1991, გვ. 37-43.
- „მსოფლმხედველობის მეცნიერულობა: შესაძლებელია თუ არა იგი?“ - მასალები საერთაშორისო კონფერენციისა: „მსოფლმხედველობა, რწმენა, ადამიანის ღირსება.“, თბილისი, თსუ გამომცემლობა, 1991, გვ. 76-81.
- „არისტოტელური კითხვები“ (1987), (მიმოხილვა გერმანულ ენაზე) – „გეორგიკა“, #13/14, 1990/91, გვ 153-157.
- „მსოფლმხედველობის მეცნიერულობა: შესაძლებელია თუ არა იგი?“, „Politik -Religion – Menschenwürde“ Gießen, 1993 (გერმანულ ენაზე), გვ. 287-290.
- „მსოფლმხედველობის პრობლემა ვ. დილთაისთან და შ. ნუცუბიძის ალეთოლოგია“ - თსუ შრომები, ფილოსოფიის სერია, 1995, გვ. 98-106.
- „ადამიანის ადამიანთან ურთიერთობის საკითხი ჟ. პ. სარტრის ფენომენოლოგიურ ონტოლოგიაში“ - სოხუმის აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის შრომები, ტ. მე-3, 1998, გვ. 48-68.
- „თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემები ჟ. პ. სარტრის ფილოსოფიაში“ - სოხუმის აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის შრომები, ტ. მე-4, 1999, გვ. 50-74.
- „ჟ. პ. სარტრი ემოციათა შესახებ“ - სოხუმის აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის შრომები, ტ. მე-5, 2000, გვ. 63-76.
- „თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა ჟ. პ. სარტრის ექსისტენციალიზმის ჭრილში“ – „ორნატი“, #2, 2005, გვ. 102-106.
- „არაგულწრფელობის ცნება ჟ. პ. სარტრის ფილოსოფიაში“ - ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული, 2010, გვ. 159-162.
- მ. ჰაიდეგერი „დრო და ყოფიერება“ (თარგმანი), (მ. ჰაიდეგერი. „რა არის ეს - ფილოსოფია?“, თბილისი, 2014, გვ. 75-101).