News

შემაჯამებელი შეხვედრა დეკანოზ ფილიპ ლემასტერსთან (EN)

20.02.2020

 

2020 წლის 20 თებერვალს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ნიუ-იორკის წმ. ვლადიმირის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარიის პროფესორთან, დეკანოზ ფილიპ ლემასტერსთან. 

ვიზიტის ფარგლებში 17, 18 და 19 თებერვალს დეკანოზმა ფილიპ ლემასტერსმა წაიკითხა შემდეგი ლექციები:

- „ქრისტიანული ქორწინების ევქარისტიული კონტექსტი“;
- „ევქარისტიული თემის პოლიტიკური მოწმობა და სოციალური მსახურება“;
- „სხვა რელიგიათა აღმსარებლებთან მშვიდობისმყოფელი ურთიერთობის რესურსები მართლმადიდებლობაში“.

შემაჯამებელ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, მიტროპოლიტი გრიგოლი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის დირექტორი პროფ. თენგიზ ირემაძე და არქივის დირექტორის მოადგილე, ასოც. პროფ. გიორგი ხუროშვილი განხილული იქნა წმ. ვლადიმირის სემინარიასთან თანამშრომლობის გეგმები.